არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის" შეიქმნა 1996 წლის 18 მარტს.
ორგანიზაციის შექმნის ინიციატორები იყვნენ საბჭოთა ხელისუფლების მიერ 80-იან წლებში ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისათვის გასამართლებული პირები. მისი წევრობა შეუძლია არა მხოლოდ ყოფილ პოლიტპატიმრებს, არამედ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს წესების მოთხოვნებს. ამჟამად ორგანიზაციაში გაერთიანებულია 87 წევრი.
ორგანიზაციის მიზნები და ამოცანებია:
. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა;
.
აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობა;
. უფლების შელახვის ყოველი გამოვლენილი ფაქტის შეტყობინება ადგილობრივი და უცხოური უფლებადამცველი ორგანიზაციებისათვის და მედიის საშუალებებისათვის და დარღვევათა აღმოფხვრის მიზნით.
. იმ საკანონმდებლო აქტებზე მუშაობა, რომლებიც უშუალოდ ეხებიან ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის საკითხებს.
. საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა პრობლემატიკის პოპულარიზაცია.
ორგანიზაციამ არსებობის 16 წლის მანძილზე განახორციელა 50მდე პროექტი.