
01.10.2011
"ღირსეული შრომის დღესთან" დაკავშირებით თბილისში აქცია-მანიფესტაცია მიმდინარეობს. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად აქციას ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა "ჰერკულესის" თანამშრომელთა მხარდასაჭერად მართავს.
მანიფესტაციაში, რომელიც "ვარდების მოედნიდან" დაიწყო და პარლამენტთან დასრულდება, 600-მდე ადამიანი მონაწილეობს.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ქუთაისელი მეტალურგების მხარდაჭერის გარდა, დღევანდელ ღონისძიებაზე ისინი "საქართველოს შრომის კოდექსში ქვეყნის კონსტიტუციასთან შეუსაბამო ნორმების არსებობას, უამრავ შემთხვევაში შრომის არაადამიანურ პირობებს, ათასობით მოქალაქის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტებს, ასევე საბავშვო ბაღებში გადასახადის ბოლოდროინდელ შემოღებას, დასუფთავების გადასახადის გადახდის ახალ სისტემას და ხელისუფლების სხვა გადაწყვეტილებებს" აპროტესტებენ.
"ქვეყანაში მშრომელი ხალხის აზრი სრულადაა იგნორირებული, პროფკავშირებს დევნიან, მოსახლეობის 50%-ზე მეტი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, შედეგად კი როგორც გარე, ისე შიდა დესტაბილიზაციის რისკი ყოველდღიურად იზრდება" – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
ისინი დღეს პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი სპეციალურ მიმართვასაც მიიღებენ, რომელშიც მშრომელთა უფლებებისა და მდგომარეობის კუთხით საქართველოში არსებული ვითარება დეტალურადაა აღწერილი.
აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს პროფკავშირები "ღირსეული შრომის დღეს" ოქტომბრის პირველ შაბათს მეოთხედ აღნიშნავენ.
"ღირსეული შრომის დღესთან" დაკავშირებით თბილისში აქცია-მანიფესტაცია მიმდინარეობს. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად აქციას ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა "ჰერკულესის" თანამშრომელთა მხარდასაჭერად მართავს.
მანიფესტაციაში, რომელიც "ვარდების მოედნიდან" დაიწყო და პარლამენტთან დასრულდება, 600-მდე ადამიანი მონაწილეობს.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ქუთაისელი მეტალურგების მხარდაჭერის გარდა, დღევანდელ ღონისძიებაზე ისინი "საქართველოს შრომის კოდექსში ქვეყნის კონსტიტუციასთან შეუსაბამო ნორმების არსებობას, უამრავ შემთხვევაში შრომის არაადამიანურ პირობებს, ათასობით მოქალაქის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტებს, ასევე საბავშვო ბაღებში გადასახადის ბოლოდროინდელ შემოღებას, დასუფთავების გადასახადის გადახდის ახალ სისტემას და ხელისუფლების სხვა გადაწყვეტილებებს" აპროტესტებენ.
"ქვეყანაში მშრომელი ხალხის აზრი სრულადაა იგნორირებული, პროფკავშირებს დევნიან, მოსახლეობის 50%-ზე მეტი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, შედეგად კი როგორც გარე, ისე შიდა დესტაბილიზაციის რისკი ყოველდღიურად იზრდება" – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
ისინი დღეს პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი სპეციალურ მიმართვასაც მიიღებენ, რომელშიც მშრომელთა უფლებებისა და მდგომარეობის კუთხით საქართველოში არსებული ვითარება დეტალურადაა აღწერილი.
აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს პროფკავშირები "ღირსეული შრომის დღეს" ოქტომბრის პირველ შაბათს მეოთხედ აღნიშნავენ.
წინააღმდეგობის მოძრაობის" ინფორმაციით, დევნილმა ნაზი თოდუამ გუშინ თვითმკვლელობა სცადა
03.10.2011
არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო სიებზე პასუხისმგებელი ახალი დროებითი უწყების შექმნას ეწინააღმდეგებიან.
როგორც ახალგაზრდა იურისტები აცხადებენ, პარლამენტში ინიცირებული "საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" პროექტში თავდაპირველად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც მოიაზრებოდნენ, თუმცა კანონპროექტის შემუშავებასა თუ განხილვაში ჩართვის შესაძლებლობა არცერთ მათგანს არ მიეცათ.
რაც შეეხება თავად პროექტს, როგორც საია-ში აცხადებენ, "მოქმედ კოდექსში სამოქალაქო რეესტრსა და ცსკ-ს შორის უფლებამოსილების მკაფიოდ განსაზღვრა კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება და კანონპროექტი უწყებებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯნვის პრობლემას არ აგვარებს".
"ჩვენთვის ახალი დროებითი ინსტიტუტის შექმნა, რომელიც მხოლოდ 2012 წლის არჩევნებისათვის სიების დადგენას უზრუნველყოფს, მიუღებელია. პრობლემის ამგვარი მოგვარება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსაც ეწინააღმდეგება",- აცხადებენ ახალგაზრდა იურისტები.
მათივე თქმით, ამომრჩეველთა ერთიანი სიის შედგენასა და კორექტირებაზე პასუხისმგებელი ერთი კონკრეტული ორგანოს კანონმდებლობით დადგენა აუცილებელია.
"მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დღეისათვის ყველა შესაბამისი რესურსი და ტექნიკური საშუალება გააჩნია იმისათვის, რომ მას ამ საკითხებზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისროს",- აცხადებენ საია-ში.
მათივე თქმით, "სიების გადამოწმების ფუნქცია ამომრჩეველთა სიებზე მომუშავე კომისიას უნდა ჰქონდეს, აღნიშნული ფუნქციის ეფექტურად განხორციელების მიზნით ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას კომისიასთან თანამშრომლობის ვალდებულება უნდა დაეკისროს, ხოლო კომისიის მანდატი და საქმიანობის წესი მკაფიოდ განისაზღვროს და კომისიის დანახარჯები დეტალურად დადგინდეს".
ახალგაზრდა იურისტების აზრით, კომისიის ხელთ არსებული ფინანსების მონიტორინგისა და მისი საქმიანობის შეფასების მიზნით სპეციალური მექანიზმები უნდა შემუშავდეს.
"ასეთ შემთხვევაში მის შემადგენლობაში როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მის შემადგენლობაში შესვლა მიზანშეწონილი იქნება. მიგვაჩნია, რომ დღეს არსებული სახით კომისიაში ჩვენი ან ნებისმიერი წევრის მონაწილეობა გამართლებული არ არის და ამომრჩეველთა სიების დადგენის პროცესს ნაკლებად შეუწყობს ხელს", განმარტავენ საია-ში.
საიას განცხადებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორსო საზოგადოებაც" ეთანხმებიან.
შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" იქნა ინიცირებული. კანონპროექტი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მიზნით სპეციალური კომისიის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც "საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩეველთა სიის დაზუსტებას უზრუნველყოფს". კომისიის შემადგენლობაში შედიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
რუსთავის #6 საპატიმრო დაწესებულებაში მსჯავრდებული ლაშა კვანტალიანი შიმშილობს
03.10.2011
სამოქალაქო მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ინფორმაციით, რუსთავის #6 საპატიმრო დაწესებულებაში მსჯავრდებული ლაშა კვანტალიანი შიმშილობს.
როგორც მოძრაობაში აცხადებენ, კვანტალიანს პირი აქვს ამოკერილი და გადაუდებელი სამედიცინო გამოკვლევის მოთხოვნით შიმშილობს.
მისივე ინფორმაციით, პატიმარი მის მიმართ განხორციელებული ძალადობის აღკვეთას, აღნიშნულის გამოძიებას და უფლებადამცველთა მხრიდან შესაბამის რეაგირებას ითხოვს.
ვადაზე ადრე გათავისუფლების ადგილობრივმა საბჭოებმა 15 მსჯავდებულის განაცხადი დააკმაყოფილეს
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ვადაზე ადრე გათავისუფლების ადგილობრივმა საბჭოებმა 15 მსჯავდებულის განაცხადი დააკმაყოფილეს.
მოხვდნენ თუ არა აღნიშნულ პირთა სიაში არასულწლოვანები და ქალები, სასჯელაღსრულების სამინისტროში არ აკონკრეტებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია მათთვის ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
ცნობისთვის, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოები განაცხადებს ყოველი თვის ბოლოს განიხილავენ, შემდეგ კი იმართება ზეპირი მოსმენა, რომელსაც მსჯავრდებული და ადვოკატიც ესწრებიან.
5-წევრიანი საბჭოები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.
საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს.
დიმიტრი ლორთქიფანიძე დავით ბაქრაძეს "ღირსების შელახვისთვის" სასამართლოში უჩივის
03.10.2011
საპარლამენტო ფრაქციის "ერთობა სამართლიანობისთვის" წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს სასამართლოში უჩივის.
როგორც ლორთქიფანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ბაქრაძის მიერ მის მიმართ გაკეთებულმა ცილისმწამებლურმა განცხადებამ მას ღირსება შეულახა".
"დავით ბაქრაძის მიერ 27 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადებით ჩემი საქმიანი რეპუტაცია, პატივი და ღირსება შეილახა" - განაცხადა ლორთქიფანიძემ და აქვე დასძინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ სარჩელს 4 ოქტომბერს შეიტანს.
ოპოზიციონერი დეპუტატი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ბაქრაძისგან სიმბოლურ თანხას - 1 ლარს მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადების საპასუხოდ მის მიერ პატიმართა ოჯახებისთვის ფულის გამოძალვაზე მიანიშნა და ეს "დეპუტატის მიერ ჩადენილი ცუდი საქციელის" მაგალითად დაასახელა.
"საიამ" და "სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოებამ" შუალედურ არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების პირველადი შეფასება გამოაქვეყნეს
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და "სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოებამ" შუალედურ არჩევნებში კენჭისყრის პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით პირველადი შეფასება გამოაქვეყნეს.
რადიო "ჰერეთის" ინფორმაციით, ანგარიშში ნათქვამია, რომ არჩევნების დღეს ხარვეზები ძირითადად ეროვნული უმცირესობებით დასახლებული სოფლის ყარაჯალას 37-ე, 38-ე, 39-ე და 54-ე საარჩევნო უბნებზე შეიმჩნეოდა, სადაც ამომრჩეველთა უმრავლესობა ქართულ ენაზე დაბეჭდილი ბიულეტენების მეშვეობით ხმის დამოუკიდებლად მიცემას ვერ ახერხებდა.
"საიას" ინფორმაციით, იყო შემთხვევები, როდესაც უბანზე მისული ამომრჩევლები ერთმანეთს მიუთითებდნენ, რომელი საარჩევნო სუბიექტისთვის მიეცათ ხმა.
სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, 52-ე საარჩევნო უბანზე სხვის ნაცვლად ხმის მიცემის მცდელობაც დაფიქსირდა, რომელიც ორგანიზაციების ჩარევის შედეგად იქნა გამოსწორებული.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებმა საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" აგიტატორების მხრიდან ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებად აკრედიტებული საჯარო მოხელეების ყოფნის შემთხვევები დააფიქსირეს.
მესამე სექტორის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი დარღვევის ფაქტი 42-ე უბანზე გამოავლინეს, სადაც ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის უბანი არ იყო მოწყობილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს ხმის მიცემის დროს პრობლემები შეექმნა.
ალექსანდრე ანქვაბი: "საქართველოში ერთი დემოკრატია საგარეო მოხმარებისთვისაა, მეორე - საშინაოსთვის და ასეთი დემოკრატიის სწავლა არ გვსურს"
03.10.2011
გასულ კვირას აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. 26 აგვისტოს "საპრეზიდენტო არჩევნებში" მან ხმათა 55% მოაგროვა. "სახელმწიფოს ახალმა მეთაურმა" საზეიმო ფიცის დადების შემდეგ “საპრეზიდენტო ხელისუფლების ატრიბუტები" მიიღო. აფხაზეთში ანქვაბში "მტკიცე ხელს" ხედავენ, რომელსაც "წესრიგის დამყარება შეუძლია". თავად ანქვაბი ადასტურებს, რომ მკაცრი და გადამჭრელ ზომებზე წამსვლელი ადამიანია. ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე "Невское время" ანქვაბს სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
- აფხაზეთში ბევრს საუბრობდნენ სუვერენიტეტის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. რა უთანხმოებები არსებობდა საქართველოსთან ამ კუთხით?
- ქართული მხარე აცხადებდა, რომ ვიდრე რეფერენდუმი ჩატარდებოდა, ყველა დევნილი უნდა დაბრუნებულიყო. ამასვე ამბობდა დასავლეთი. მაგრამ სად და რომელი დევნილი უნდა დაბრუნდეს? ბალკანეთში ვინმემ ვინმე დააბრუნა კოსოვოში რეფერენდუმის ჩატარების მომენტში - მას შემდეგ, რაც სერბებმა ამ მხარის ტერიტორია დატოვეს?!
- თუ გრძნობდით დასავლელ დიპლომატებსა და ექსპერტებთან შეხვედრაზე, რომ მათი მოსაზრებები აფხაზეთზე ყოველთვის ცოტა ანტირუსულ რიტორიკას შეიცავს?
- დიახ, როგორც კი აფხაზეთის წარმომადგენლები რუსეთზე და ჩვენს მისდამი დამოკიდებულებაზე იწყებდნენ საუბარს, ეს დასავლელ დიპლომატებში ყოველთვის გაღიზიანებას იწვევდა. ზოგჯერ ისეთის, რომ დამამშვიდებელი ტაბლეტების მიცემა გვინდოდა. ეს იყვნენ როგორც სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატები, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჩვენ მათ ვეუბნებოდით: "სად იყავით ადრე, 1990-იან წლებში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ყოველგვარი კანონიერი საფუძვლების გარეშე აფხაზეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ან ომის შემდეგ, როდესაც ჩვენ ბოლოკადის პირობებში ცხოვრება გვიწევდა?! ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დაგვეხმარა, რუსეთი იყო, რომელმაც თავისი ვალდებულებები შეასრულა და როგორც სსრკ-ის მემკვიდრე, დღესაც ასე იქცევა. დღეს რუსეთის პოლიტიკის წყალობით, აფხაზეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა და იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც 2003 წლიდან ჩვენს პენსიონერებს პენსიას უხდის, პატივისცემით არ უნდა ვიყოთ განწყობილი?! ბევრი ჩვენი ახალგაზრდა რუსეთში სწავლობს. რუსული ბიზნესი შემოდის ჩვენთან, რომ ჩვენს ეკონომიკას დაეხმაროს...
- როგორ უყურებენ თქვენი დასავლელი ვიზიტორები იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად, ამერიკულ ხელფასზე ცხოვრობს?
- ჩვენ მათ ყოველთვის ვეკითხებით, უცნაური არ არის, რომ ასეთ პატარა ქვეყანას ასეთი დიდი სამხედრო ბიუჯეტი აქვს? საიდან აქვთ ამდენი ფული? ან საერთოდ, შესაძლებელია, სახელმწიფო ჩინოვნიკებმა ხელფასები სხვა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მიიღონ? და თუ შესაძლებელია, მაშინ ჩვენ რატომ გვიყენებთ პრეტენზიას, რომ ვიღაც ფინანსურად გვეხმარება?! ეს ჩვენი არჩევანია. ჩვენ მათთან საკმაოდ მკაცრი საუბრები გვქონდა. მათ არაერთხელ უთქვამთ, "საქართველო დემოკრატიის ნიმუშია, თქვენ მათკენ უნდა წახვიდეთ, მისგან დემოკრატია უნდა ისწავლოთო". თუმცა საქართველოში ერთი დემოკრატია საგარეო გამოყენებისთვის არის, მეორე კი - საშინაოსთვის. ჩვენ ასეთი დემოკრატიის სწავლა არ გვინდა, როდესაც ერთს ყველაფერი შეუძლია, მეორეს კი - არაფერი.
- რამდენი რუსი სამშვიდობო დაიღუპა აფხაზეთის დაცვის დროს?
- ასზე მეტი. მთავარი ისაა, რისკენ ვისწრაფვოდით ჩვენ ყოველთვის - იმისკენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ამ სამიშვიდობოების ფუნქციები გაეგო. სამწუხაროდ, ამას ხშირად ივიწყებდნენ ჩვენთან ჩამოსული დასავლელი სტუმრები. ყველა რუსეთის სხვა ძალით ჩანაცვლებას გვთავაზობდა. არ მესმის, რატომ უნდა განხორციელებულიყო ეს ცვლილება, თუ რუსი სამშვიდობოები თავის ფუნქციას მშვენივრად ართმევდნენ თავს?!
- განხილულა თუ არა აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის პერსპექტივები?
- ჩვენი ამჟამინდელი კონსტიტუციის მიხედვით, აფხაზეთი დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებს. ჩვენი უფლებაა, გადავწყვიტოთ, რა გავაკეთოთ მომავალში. შეუძლებელი არაფერია, მთავარია, სახელმწიფო პოლიტიკას მოქალაქეების აზრს ეფუძნებოდეს.
- რამდენად სერიოზულად დგას დღეს ოჯახების გაყოფის პრობლემა?
- არ ვთვლი, რომ ეს ჩვენთან მასობრივ ხასიათს ატარებს. არსებობენ, რა თქმა უნდა, შერეული ქართულ-აფხაზური ოჯახები. ბევრი დაშორდა, თუმცა ბევრმა ოჯახი შეინარჩუნა კიდეც. ვისაც ერთად ცხოვრება სურს, ცხოვრობს, ვისაც არა - არა. თუ იმაზე ვისაუბრებთ, რომ ვინმეს ოჯახის აღდგენა სურს, თუ აქედან წასულ ქართველს ხელები სისხლში აქვს გასვრილი და დაბრუნდება, აფხაზური კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისგება მოუწევს. თუ ასეთ ოჯახს გაერთიანება სურს, აფხაზ ცოლს შეუძლია, საქართველოში წავიდეს, - ეს მისი უფლებაა.
სოხუმში ძალიან ბევრი მიტოვებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი მოგვხდა თვალში. რა ელით მათ?
- ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენადაა დაზიანებული შენობა. შესაბამისი საშუალებების არსებობის პირობებში ის სახლები, რომელთა აღდგენა ტექნიკურად შესაძლებელია, აღდგება.
ენის სფეროში როგორია თქვენი პოლიტიკა?
სახელმწიფო ენა ერთია - აფხაზური. ენის შესახებ კანონი დამუშავების პროცესშია. თუმცა მთავარი ოფიციალური გაზეთი - "რესპუბლიკა აფხაზია" რუსულ ენაზე გამოდის, ისევე, როგორც ყველა დამოუკიდებელი გაზეთი. რუსული ენისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭების საკითხში ვითარება მთლად მარტივი არ არის, თუმცა არსებობს სერიოზული ალბათობა იმისა, რომ რუსულმა ეს სტატუსი მიიღოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვთვლი, რომ რუსული ენის სამართლებრივი მდგომარეობა უნდა გაძლიერდეს.
ქართულის?
იგი გამოიყენება გალის რაიონში, თუმცა მეორე სახელმწიფო ენა არ იქნება.
სახელმწიფო დოკუმენტაცია აფხაზურ ენაზე წარმოებს?
- არა, პრაქტიკულად ყველაფერი რუსულ ენაზეა. ეს ზოგადად მარტივი თემა არ არის და დროს მოითხოვს. არსებობს ასევე პრობლემები მატერიალურ ბაზასთან დაკავშირებით, კერძოდ, აფხაზური ენის სწავლების კუთხით და პირველ რიგში ეს სოფლის სკოლებს ეხება.
- რა მდგომარეობაა ამჟამად აფხაზური საზოგადოების რელიგიურ დაყოფასთან დაკავშირებით?
- გაყოფა ჩვენთან მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. რამდენი ადამიანი რომელ კონფენსიას მიეკუთვნება - არავის დაუთვლია. ჩვენ დღეს ვამჩნევთ, რომ ტაძრებში უფრო მეტი ადამიანი დადის, იქ ქორწინდებიან, ნათლავენ ბავშვებს. კონფენსიებს შორის კონფლიქტურ ურთიერთობებს ვერ ვხედავ.
"დემოკრატიული მოძრაობა" ხათუნა კალმახელიძის უწყებას "უზნეობაში" ადანაშაულებს
04.10.2011
"დემოკრატიული მოძრაობა" ხათუნა კალმახელიძის უწყებას "უზნეობაში" ადანაშაულებს და აცხადებს, რომ "არაჰუმანური მოპყრობის გამო პატიმართა უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია".
როგორც პარტიის მთავარი საბჭოს წევრმა თამარ ცინცაბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ასეთ პატიმართა რიცხვს როგორც "სახალხო კრებისა" და "დემოკრატული მოძრაობის" დაკავებული აქტივისტები, ისე პატიმრობაში მყოფი ებრაელი ბიზნესმენები მიეკუთვნებიან".
"მათ მედიკამენტები დროულად არ მიეწოდებათ, რის გამოც პატიმრობაში მყოფთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია. ზოგიერთ მათგანს ქრონიკული დაავადებებიც კი აღენიშნება, რაც სპეციფიურ მკურნალობას საჭიროებს, თუმცა სათანადო დანიშნულების ნაცვლად, ისინი ელემანტურ სამედიცინო დახმარებასაც კი ვერ იღებენ. პატიმართა სამედიცინო დახმარებით უზურნველყოფას კონსტიტუციაც რომ არ გვავალდებულებდეს, ეს ზნეობის საკითხია, რომელიც, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებას არ გააჩნია", - განაცხადა ცინცაბაძემ.
მისივე შეფასებით, "სწორედ ხელისუფლების უზნეობისა და არაჰუმანურობის მაჩვენებელია ის, რომ გასულ კვირას ქართველი სამართალდამცველების მიერ დაკავებულ ზეევ ფრენკელს შუნტირება გაუკეთდა".
რაც შეეხება მეორე ებრაელ ბიზნესმენ რონი ფუქსს, ცინცაბაძის ინფორმაციით, მას დიაბეტი აქვს და ადვოკატის მტკიცებით, მედიკამენტები დროულად არ მიეწოდება.
26 მაისის მოვლენებისას დაზარალებული ჟურნალისტების სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო 10 მოწმეს დაკითხავს
04.10.2011
26 მაისის მოვლენებისას დაზარალებული ჟურნალისტების სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო 10 მოწმეს დაკითხავს.
აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა დასრულდა.
მოსამართლე თეა თადაშვილმა დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის ადვოკატის შუამდგომლობა 10 მოწმის დაკთხვასთან დაკავშირებით.
სასამართლო პროცესი 26 ოქტომბერს, 11.00 საათზე განახლდება. მოპასუხე მხარე - შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაგებელს წარადგენს, რის შემდეგაც სასამართლოს მთავარი სხდომა ჩაინიშნება და მოწმეების დაკითხვის პროცესიც დაიწყება.
ცნობისთვის, შს სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შვიდმა განმცხადებელმა - "ნეტგაზეთის" ჟურნალისტებმა კონსტანტინე სტალინსკიმ და თაზო კუპრეიშვილმა, გაზეთ "გურია ნიუსის" ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ, შპს გაზეთმა "ბათუმელები", შპს "ჩოხატაურის მაცნემ", შპს "ახალმა ამბებმა" და შპს რადიოცენტრმა "პლიუსმა" შეიტანეს.
ჟურნალისტები და მედიასაშუალებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან 26 მაისის მოვლენების დროს სამართალდამცველთა მხრიდან მიყენებული ჯანმრთელობის ზიანისა და ტექნიკის დაკარგვით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ.
ჟურნალისტების თქმით, სასამართლოში სამოქალაქო წესით სარჩელის შეტანამდე მათ სისხლის სამართლის საქმის აღძრვის თხოვნით არაერთხელ საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.
პროკურატურას საბანკო ანგარიშების მონიტორინგის უფლებამოსილება ენიჭება
04.10.2011
პროკურატურას საბანკო ანგარიშების მონიტორინგის უფლებამოსილება ენიჭება.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს" ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, "თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი საბანკო ანგარიშის გამოყენებით დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს, პროკურორი უფლებამოსილია, მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით საბანკო ანგარიშების მონიტორინგის შესახებ განჩინების გაცემის თაობაზე".
ამ შემთხვევაში ბანკი ვალდებული ხდება, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ერთ ან რამდენიმე საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე რეჟიმში მიაწოდოს.
პროკურორს იგივე ღონისძიებების განხორციელების უფლება ექნება ასევე ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების მოძიება-იდენტიფიცირების მიზნით.
აღნიშნული ინფორმაციები პროკურატურას ოპერაციის შესრულებისთანავე უნდა ეცნობოს.
გარდა ამისა, ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის ან გატანის შემთხვევაში ინფორმაცია პროკურატურას ოპერაციის შესრულებამდე უნდა მიეწოდოს.
ამასთან, კანონპროექტით დგინდება, რომ საბანკო ანგარიშების მონიტორინგის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისათვის აუცილებელ ვადას.
კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებილია. ის დეპუტატებმა კახა ანჯაფარიძემ და ზვიად კუკავამ მოამზადეს.